გარდაიცვალა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი
გარდაიცვალა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, პროდასავლელი მოდერნიზატორი, რომელმაც სპარსეთის ყურის ეს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დააახლოვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, პრეზიდენტის გარდაცვალება ქვეყნის საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ხალიფა 1948 წელს დაიბადა და 2014 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა.
„საამიროებმა თავისი მართალი შვილი და „გაძლიერების ფაზის“ ლიდერი დაკარგა“, – დაწერა „ტვიტერზე“ მისმა ნახევარძმამ და აბუ დაბის გვირგვინოსანმა პრინცმა, მოჰამედ ბინ ზაიდმა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დე ფაქტო მმართველია.