გარდაიცვალა ანსამბლ „დიელოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე
გარდაიცვალა ანსამბლ „დიელოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „დიელოს” სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი ამირან ებრალიძე. არა ერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი სხვადასხვა წლებში ანსამბლ „დიელოს“ და საესტრადო ორკესტრ „რეროს“ ხელმძღვანელობდა.

დიელოს“ რეპერტუარში ქართულ ქალაქურ მუსიკასთან და პოპთან ერთად, წარმოდგენილი იყო ჯაზური კომპოზიციებიც და არა ერთი ცნობილი სიმღერა: „ჩემო მზეო“, „მუხამბაზი“, „ყვავილების ქვეყანა“, „ხევსურული სიმღერა“ და სხვა.

ამირან ებრალიძე არა ერთი კონკურსის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. გადაღებულია ფილმებში: „წარსული ზაფხული” და „შეხვედრა მთაში”.

ამირან ებრალიძეს 23 ივნისს, 14:00 საათზე, ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.