გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი
გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი

„ოსკარის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი, რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მსახიობის მეუღლემ, ლუჩიალა დიუვალმა გაავრცელა.

„გუშინ ჩემს საყვარელ მეუღლეს, ძვირფას მეგობარსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს დავემშვიდობეთ“, – დაწერა მსახიობის მეუღლემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რობერტ დიუვალი ცნობილია ფილმებით „ნათლია“, „აპოკალიფსი ახლა“, „საუბარი“, „ქსელი“, „მოსამართლე“და სხვა. 73-წლიანი კარიერის მანძილზე მან 240-ზე მეტ ფილმში ითამაშა. მოგვიანებით დიუვალმა საკუთარი ფილმები გადაიღო. მათ შორის ყველაზე ცნობილია „მოციქული“.