გარდაიცვალა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი – ჯეკ ჩარლტონი
EDITORIAL USE ONLY No use with unauthorised audio, video, data, fixture lists (outside the EU), club/league logos or "live" services. Online in-match use limited to 45 images (+15 in extra time). No use to emulate moving images. No use in betting, games or single club/league/player publications/services. Mandatory Credit: Photo by Andy Hooper/ANL/Shutterstock (5729819a) Ireland V England 7 June 2015 International Friendly Dublin Ireland. Jack Charlton At The Game Picture Andy Hooper Daily Mail/ Solo Syndication Ireland V England 7 June 2015 International Friendly Dublin Ireland. Jack Charlton At The Game Picture Andy Hooper Daily Mail/ Solo Syndication
გარდაიცვალა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯეკ ჩარლტონი. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ (BBC) ავრცელებს. სახელგანთქმული ფეხბურთელი 85 წლის გახლდათ.
ბოლო წლების განმავლობაში იგი ლიმფომით იყო დაავადებული. ჩარლტონმა მთელი თავისი კარიერა „ლიდსში“ გაატარა, ყველა ტურნირზე 762 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 95 გოლი. „ლიდსთან“ ერთად მან მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი. ნაკრებში ჩარლტონმა 35 მატჩი ჩაატარა, სადაც ექვსი გოლის გატანა მოახერხა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონობის გარდა იგი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მწვრთნელად მუშაობდა. ჩარლტონი წვრთნიდა „მიდლსბროს“, „შეფილდ იუნაიტედს“, „ნიუკასლს“ და ირლანდიის ნაკრებს. ჯეკ ჩარლტონის უმცროსი ძმა, ბობი ჩარლტონი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ასევე 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და იმ წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.