გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრების ბრალდებით, ზუგდიდში ხუთი ადამიანი დააკავეს
გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრების ბრალდებით, ზუგდიდში ხუთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. ჯგუფმა 70 ათასი ლარის მითვისება შეძლო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაკავების ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალებს საგამოძიებო სამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.