„გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია შეწყვიტეს
„გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია შეწყვიტეს

„გარდაბნის თბოელექტროსადგურ 2“-ში დასაქმებულებმა აქცია შეწყვიტეს.

როგორც თავად აცხადებენ, კომპანიამ მათი პრეტენზიების გადასაწყვეტად სამდღიანი ვადა ითხოვა. აქციის მონაწილეებთან მივიდა გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფთან ერთად შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს. ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გარდაბნის მერმა განაცხადა, რომ კომპანია გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ბუდაღაშვილის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა წყლის პრობლემა, ხელშეკრულებები, გამოსაცვლელი და სასადილო ოთახები, ხვალიდან მოგვარდება. პრობლემების ნაწილის – კერძოდ ტრანსპორტისა და ხელფასების გაზრდის საკითხის გადასაწყვეტად კომპანიამ სამდღიანი ვადა ითხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, დასაქმებულები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

„გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები დღეს, დილას გაიფიცნენ.