გარდაბნის რაიონში კალიები მომრავლდნენ [ვიდეო]
ქვემო ქართლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისსა და კრწანისში, ბოლო რამდენიმე დღეა დიდი რაოდენობით კალია გამოჩნდა. ისინი მწვანე ნათესებსა და დაუსახლებელ პუნქტებში არიან მოდებული.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი მურანგულ ლიპარტელუანის განმარტებით, კალიებს ახლა აქტიური პერიოდი აქვთ. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ანადგურებენ მწვანე საფარს და მოსავალს. ამიტომ სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების გატარება ორი კვირის წინ დაიწყო. თითქმის ყოველდღიურად იწამლება ტერიტორიები, სადაც კალია ფიქსირდება“,- აცხადებს ლიპარტელიანი.
მირანგულ ლიპარტრლიანის განმარტებით, უკვე დაწყებულია კალიების უკუგების პროცესიც.
ხვალ სამსახური კრწანისისა და კუმისის, ასევე რუსთავის შემოგარენს კიდევ ერთხელ დაამუშავებს, 15 ივნისს კი სამუშაოები უკვე ბოლნისის სოფლებშია დაგეგმილი.
სოფელ კრწანისში კალიების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.