გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზარი გაიხსნა
დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება.
ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან, პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.
აღსანიშნავია, რომ ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.