გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზომები გამკაცრდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზომები გამკაცრდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჯამში „კოვიდ-19“-ის 36 დადასტურებული ფაქტია.

შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზომები გამკაცრდა. ყარათაკლიას, აღთაკლიასა და ყარაჯალარის შესასვლელებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მათთან ერთად იმყოფებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც თერმოსკრინინგს ატარებენ. მოწმდება ყველა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ სოფლებში გადაადგილდებიან. თერმოსკრინინგი მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპითაც.

პარალელურ რეჟიმში სოფლებში, სხვადასხვა ლოკაცაზე იმყოფებიან მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“ ტესტებს უტარებენ.

დღეს გარდაბანში 200 ტესტის პასუხს ელოდებიან.