გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 150 ნიმუშის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

11:35, 22.07.2020

გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან შვიდი სოფელ ყარაჯალარში, ხოლო ორი ყარათაკლიაში დადასტურდა.

მისივე განცხადებით, ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

150-ის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

სოფელ ყარაჯალარში გაფართოებული ტესტირება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილზე ექვსი ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, დაიწყება ნიმუშების აღება სოფელ ყარათაკლიაში.

ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო სივრცეებში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

მსგავსი