გარდაბანში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს
გარდაბანში, სოფელ კრწანისის მიმდებარედ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპენსაცია, რომელსაც მათ დაჰპირდნენ დღემდე არ მიუღიათ.
მათი თქმით, სათანადოდ არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები და ისევ ძლიერი წვიმის მოსვლის ეშინიათ.
გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განმარტებით, ზარალის აღწერა დასრულებულია და შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროებშია განსახილველად გადაგზავნილი.
მისივე განმარტებით, არხებისა და გზების გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა სამუშაოები შიდა ქუჩებზე მიმდინარეობს.