გარდაბანში მკვლელობა მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი. მათი ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ბლაგვი საგნით მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.