გარდაბანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი მათგანი არასრულწლოვანია

12:00, 26.07.2020

გარდაბანში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, გარდაბანში 46 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 28 სოფელ ყარაჯალარში.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არასრულწლოვანია.

უკვე მეოთხე დღეა, ჩაკეტილია სოფელი ყარაჯალარი, სადაც ვითარებას 24-საათიან რეჟიმში სამართალდამცავები აკონტროლებენ.

მსგავსი