გარდაბანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარდაბანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალმიანში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 13 ერთეული კაკლის სახეობის მორი იყო მოთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 3693 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.