განსხვავებული ვერსიები ჩაკვეტაძეზე - გენტის მთავარი მწვრთნელი კომენტარს აკეთებს
განსხვავებული ვერსიები ჩაკვეტაძეზე - გენტის მთავარი მწვრთნელი კომენტარს აკეთებს

ბელგიური გამოცემა hln.be ამტკიცებდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის უახლოეს ორ ტურს ისევ გამოტოვებდა.

„გიორგი ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში მთავარ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ მუხლის ტრავმის შემდეგ ის ჯერ კიდევ ძალიან სუსტადაა საიმისოდ, რომ კონკურენტუნარიანი იყოს და ითამაშოს.  ალბათ ვერც სტანდარტთან ითამაშებს და ვერც გენკთ“ – წერს გამოცემა.

თუმცა, ბელგიის ჩემპიონატში ხვალ გენტი გენკს შეხვდება და საპირისპირო ინფორმაციაც გავრცელდა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თამაში გამორიცხული არაა.

„გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება და მისი მდგომარეობა საგანგაშო არაა“ – ეს სიტყვები გენტის მთავარ მწვრთნელ დანიელ ჯეს ტორუპს ეკუთვნის.

ასეთი ლაპარაკი ორი თვეა, გრძელდება და რეალურად გუნდი არ ასახელებს მიზეზს, რა სჭირს ან სჭირდა ჩაკვეტაძეს.