განიხილეს და დაასკვნეს - დავითაშვილს ცსკა-სთან კუთვნილი პენალტი არ დაუდეს #1TVSPORT
განიხილეს და დაასკვნეს - დავითაშვილს ცსკა-სთან კუთვნილი პენალტი არ დაუდეს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის წაქცევისთვის რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პენალტი შეცდომით არ დანიშნეს – ეს ეპიზოდი ჯერ კრიტიკის საგანი გახდა, შემდეგ კი ოფიციალურად განიხილეს და საჯაროდაც დაადასტურეს.

საკითხი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საექსპერტო-სამსაჯო კომისიის სხდომაზე რამდენიმე საფეხბურთო კლუბის აპელაციასთან ერთად განიხილეს.

ტულას „არსენალმა“ კომისიას მიმართა თხოვნით, შეეფასებინათ მსაჯის, იგორ პანინის მუშაობა ცსკა-ს წინააღმდეგ მატჩის 42-ე წუთზე, როდესაც კლუბის აზრით, მოსკოვური გუნდის კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა არ დანიშნეს. საჩივრის განხილვის შედეგად, კომისიის წევრებმა მცდარად ცნო მსაჯის გადაწყვეტილება, რომ ცსკა-ს კარში პენალტი არ დაინიშნა.

გადაწყვეტილება ახნეს იმით, რომ ამ რთულ სათამაშო ვითარებაში, ცსკა-ს მცველმა მარიო ფერნანდესმა ვერ მოახერხა „არსენალის“ ფეხბურთელთან, ზურიკო დავითაშვილთან ორთაბრძოლაში ბურთით თამაში, შემტევს ფეხში მოხვდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ნახევარმცველმა კარში დაარტყა. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მსაჯს პენალტის უნდა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ თამაში ცსკა-ს სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. საკამათო ეპიზოდამდე მოსკოველები 1:0-ს იგებდნენ, პენალტის გამოყენებით კი ანგარიში გათანაბრდებოდა და ცხადია, მსაჯის არასწორმა გადაწყვეტილება მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

რაც მთავარია, ამ ეპიზოდში ზურიკო დავითაშვილი დაშავდა, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების შემტევის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.