„განძასარ-კაპანმა“ სომხეთის ჩემპიონატი დატოვა - გუნდი სპონსორს სთხოვს, თანხები ჯარს მოახმაროს
„განძასარ-კაპანმა“ სომხეთის ჩემპიონატი დატოვა - გუნდი სპონსორს სთხოვს, თანხები ჯარს მოახმაროს

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიელრიგის კლუბმა „განძასარ-კაპანმა“ ოფიციალური წერილით შეატყობინათ, რომ გუნდი წყვეტს გამოსვლას სომხეთის პრემიერ ლიგასა და სომხეთის თასზე.

განძასარ-კაპანის“ სომხეთის ჩემპიონატიდან გასვლის განზრახვის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც კლუბმა ღია წერილით მიმართა საქველმოქმედო ფონდის ზანგეზურის სპილენძის კომბინატის დირექტორს ზარუჰი ტონაპეტიანს.

„ძვირფასო ქალბატონო ტონაპეტიან, გთხოვთ, დროებით შეწყვიტოთ გუნდის დაფინანსება, ეს თანხა კი გადაამისამართოთ არმიისა და არცახიდან ევაკუირებული ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებზე. სპორტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი, მაგრამ სამშობლო და ადამიანის სიცოცხლე უპირველესია. თქვენი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ჩვენ მადლიერები ვართ“, – ნათქვამია კლუბის ღია წერილში.

სომხეთის მიმდინარე ჩემპიონატში „განძასარ-კაპანი“ 7 ქულით 10 გუნდს შორის ამჟამად მე-8 ადგილზეა. გუნდმა 10 ტურიდან მხოლოდ 8 მატჩი გამართა, ხოლო დანარჩენმა გუნდებმა 5-დან 7-მდე. თამაშების ასეთი განსხვავებული რაოდენობა აიხსნება კორონავირუსის გამო არაერთი მატჩის გადადებით, ასევე ევროპის ლიგაზე „არარატ-სომხეთის“ მონაწილეობით.

„სომხეთის ჩემპიონატმა დაკარგა რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური საფეხბურთო კლუბი. კაპანური კლუბის მოულოდნელი გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პატივისცემის ღირსია, წერილში გაჟღერებული მიზეზების გათვალისწინებით. მეორეს მხრივ, „განძასარ-კაპანის“ მოხსნა პრობლემებს ქმნის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში და წარმოადგენს პრეცედენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტურნირის ჩატარებას“, – წერს გამოცემა yerkramas.