განათლების სამინისტრო ნიკო დადიანის სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს 
განათლების სამინისტრო ნიკო დადიანის სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლად რეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე ბიუჯეტია განსაზღვრული.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა.

ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დასრულდა სსიპ – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, შემდგომში დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

ამასთან, დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი – მათ შორის, რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.