განათლების კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი იქნება.
ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელ კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი მეორე მოადგილე გიორგი ამილახვარი იქნება. კომიტეტმა ორივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა.