განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ
განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ

განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლებს ექიმისა და სკოლებში სამედიცინო პუნქტის არსებობის ვალდებულება ექნებათ.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ სკოლაშია. საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის მიერ გაზიარების შემდეგ კი, ექიმი ქვეყნის მასშტაბით 2 100-მდე სკოლაში უნდა შევიდეს.

„ჯერ კიდევ თებერვალში, ჩვენთან საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდა აიპი „უსაფრთხო და ჯანსაღი“ სკოლა და იქ ჩვენ, კომიტეტზე განვიხილავდით წინადადებას, რომლის მიხედვითაც, სკოლებში უნდა შემოსულიყო სკოლის ექიმი სავალდებულო წესით. ამ ეტაპზე ეს არის ნებაყოფლობითი წესით და არის დაახლოებით 432 სკოლაში, მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა ეს საკითხი. შესაბამისად, დღეს ჩვენ კომიტეტზე ვაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ვალდებულებაა სკოლაში ამ ჯერზე მოეწყოს სამედიცინო პუნქტები და შემდეგში, 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სკოლა ვალდებული იქნება, ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი“, -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.