განახლებული საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატების უპირატესობა გაიზარდა
განახლებული საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატების უპირატესობა გაიზარდა. გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მოსახლეობის 25.7 პროცენტი უჭერს მხარს, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.5 პროცენტი.
განახლებული მონაცემებით, მცირედით შემცირდა გარემოს დამცველი მწვანეების მხარდაჭერა, თუმცა 13.8 პროცენტით პარტია კვლავ მესამე ადგილზეა. 11.7 პროცენტი აქვს ბიზნესის მხარდამჭერ თავისუფალ დემოკრატებს, მეხუთე ადგილს კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს.
არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: სოციალ-დემოკრატები – 204 ადგილი; მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსი – 197 ადგილი, მწვანეები – 114 ადგილი; თავისუფალი დემოკრატები – 91 ადგილი; ალტერნატივა გერმანიისთვის – 83 ადგილი; სოციალისტი მემარცხენეები – 40 ადგილი.