გამოვლინდა ფორმულა 1-ის სეზონის საუკეთესო მომენტი [ვიდეო]
გამოვლინდა ფორმულა 1-ის სეზონის საუკეთესო მომენტი [ვიდეო]

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ნომინაციაში – „2018 წლის სეზონის საუკეთესო მომენტი“, გამარჯვებული გამოაცხადა.

ყველაზე მეტი ხმა „რედ ბულის“ პილოტმა დანიელ რიკარდომ დაიმსახურა, რომელმაც  ჩინეთის გრანპრიზე, თავისი ეფექტური გამარჯვებით ყველა გააოცა.

შანხაის ტრასაზე ავსტრალიელმა პილოტმა რამდენიმე გასწრება შეასრულა, საუკეთესოდ კი აღიარეს მისი ბოლო გასწრება „მერსედესის“ პილოტთან ვალტერ ბოტასთან ბრძოლაში, რამაც რიკარდოს გამარჯვება მოუტანა.