აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტრომ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების, სპორტის ოსტატების, დამსახურებული მწვრთნელების, გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების ყოველწლიური, ტრადიციული დაჯილდოება გამართა.
თითოეულ მათგანს, სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროს პრესსამსახური