რუსთავში სპორტსმენთა მხარდამჭერი ფონდის წევრებმა ვეტერანი სპორტსმენები დააჯილდოვეს
რუსთავში სპორტსმენთა მხარდამჭერი ფონდის წევრებმა ვეტერანი სპორტსმენები დააჯილდოვეს

რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში სპორტსმენთა მხარდამჭერი ფონდის წევრები შეიკრიბნენ.  ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანი სპორტსმენები დააჯილდოვეს და სიგელები გადასცეს.

ფონდის თავმჯდომარე ჯუბა გუჯაბიძე აცხადებს, რომ სპორტსმენთა მხარდამჭერი ფონდის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, სპორტთან და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობენ და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ მედიასაშუალება„ დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სპორტის დაფინანსებას სულელური ხარჯები უწოდა. ვაშაძის თქმით, საფეხბურთო პროგრამების, ბეისბოლისა და ჰოკეის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხებს  სოციალურ პროგრამებში, ასევე განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.