გამოქვეყნდა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ტურის განრიგი
გამოქვეყნდა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ტურის განრიგი

ცნობილი გახდა „პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაციის“ (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განრიგი.

პირველ დღეს, 11 ნოემბერს, პირველები კორტზე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი გავლენ. ამის შემდეგ კი ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და იაპონელი კეი ნიშიკორი შეხვდებიან.

12 ნოემბერს მეორე ჯგუფის პირველი ტურის მატჩები გაიმართება:

მარინ ჩირიჩი (ხორვატია)-ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)-ჯონ ისნერი (აშშ)