გამოქვეყნდა „რომას“ სპორტული ფორმა 2020/21 წლების სეზონისთვის
გამოქვეყნდა „რომას“ სპორტული ფორმა 2020/21 წლების სეზონისთვის

პორტალმა „ფუტი ჰედლაინს“ (Footy Headlines) 2020-21 წლების სეზონისთვის „რომას“ ახალი სპორტული ფორმის ნიმუშები გამოაქვეყნა. მაისურები შესრულებულია მუქ წითელ ფერში და ძალიან ჰგავს იმ ფორმას, რომელიც იტალიური გუნდის ფეხბურთელებს 1979-80 სეზონში ეცვათ. ფორმის მწარმოებელია ცნობილი ფირმა „ნაიკი“ (Nike).

რამდენიმე ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ მაისურებზე იქნება წარწერა Black Lives Matter („შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“). გარდა ამისა, მატჩების შემდეგ ფორმები გაიყიდება და შემოსული თანხა ანტირასისტული ორგანიზაციების ანგარიშებზე გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის 27 ტურის შემდეგ რომას 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.