გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 პროცენტამდე დაეცა
საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 პროცენტამდე დაეცა. ამის შესახებ აღნიშნულია Ipsos BVA-სა და CESI-ს საინჟინრო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, რომელიც გამოცემა La Tribune Dimanche-ისთვის ჩატარდა.
10 ოქტომბერს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, იმ ფრანგების წილი, რომლებიც დადებითად აფასებენ მაკრონის საქმიანობას, ბოლო თვის განმავლობაში ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა. სექტემბერში მისი რეიტინგი უკვე ისტორიულ მინიმუმს, 16 პროცენტს აღწევდა. გამოკითხულთა 82 პროცენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს უარყოფითი შეფასება მისცა.
საფრანგეთის მოსახლეობისთვის მთავარ პრიორიტეტს კვლავ მსყიდველობითი უნარი წარმოადგენს (54 პროცენტი, მაჩვენებელი უცვლელია). მიმდინარე თვეში გაიზარდა შეშფოთება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მომავლის გამო (44 პროცენტი, +4); მას მოსდევს სახელმწიფო ვალისა და დეფიციტის დონე (33 პროცენტი, +3 პუნქტი) და დანაშაულის მაჩვენებელი (29 პროცენტი, +3). საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს.