გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს
New York Times/Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
New York Times/Siena College-ის გამოკითხვა 20-25 ივნისს ჩატარდა. გამოიკითხა 1226 რეგისტრირებული ამომრჩეველი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა – 44 პროცენტი.
გამოკითხულთა 77 პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებდა დებატების ყურებას, ხოლო 19-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ აპირებდა. ამასთან, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან 2024 წლის არჩევნების სავარაუდო კანდიდატებით.