გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილთან ერთად სუს-ის შენობა გიორგი ჩიქოვანმაც დატოვა
გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილთან ერთად სუს-ის შენობა გიორგი ჩიქოვანმაც დატოვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.

გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც.

როგორც სუს-ში აღნიშნეს, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებოდნენ.