გამოკითხვის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
გამოკითხვის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

ვლადიმირ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი რუსული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს გამოკითხულთა მხოლოდ 31,7 პროცენტი ენდობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 პროცენტამდე დაეცა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალია.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის ანგარიშების თანახმად, 2006 წელს ვლადიმირ პუტინის მიმართ მოსახლეობაში ნდობის მაჩვენებელი 45 პროცენტს შეადგენდა. მომდევნო წლებში რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვლავ იკლო.

დატოვე კომენტარი