გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება
None
გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.
გამოკითხულთა უმეტესობა შეშფოთებულია ფასების ზრდით, სასკოლო განათლების ხარისხით, იმიგრაციითა და კრიმინალით.
როგორც გამოკითხულთა 87%-მა განაცხადა, ძალიან ან უკიდურესად შეშფოთებულია, რომ ფედერალური მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება. ეს მაჩვენებელი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერებს შორის 99%-ს შეადგენს; მერცის კონსერვატიული ბლოკის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) მხარდამჭერებში 60%-ია; ხოლო მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) მხარდამჭერებში კი 76%.
გამოკითხულთა 84% შეშფოთებულია ფასების ზრდასთან დაკავშირებით. AfD-ის მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი 91%-ია, CDU/CSU-ის მხარდამჭერებში – 70%, ხოლო SPD-ის მხარდამჭერებში – 83%.
ამასთან, გამოკითხულთა 79% შეშფოთებულია საგანმანათლებლო სისტემის პრობლემებით. რაც შეეხება გერმანიის ომში ჩათრევის საფრთხეს, ამ შესაძლებლობით გამოკითხულთა 58%-ია შეშფოთებული.
კვლევა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა Forsa-მა ტელეარხების RTL-ისა და ntv-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც 20-დან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, 1 009-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.