კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას უნგრეთის განვითარებაზე საკმაოდ ან აშკარად უარყოფითი გავლენა აქვს, 39% კი მის მმართველობას დადებითად აფასებს
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას უნგრეთის განვითარებაზე საკმაოდ ან აშკარად უარყოფითი გავლენა აქვს, 39% კი მის მმართველობას დადებითად აფასებს

უნგრეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას საკმაოდ ან აშკარად უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყნის განვითარებაზე. გამოკითხულთა 39% კი მის მმართველობას დადებითად აფასებს.

მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ამომრჩევლებს შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ერთსულოვანია: 88% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო მხოლოდ ერთი პროცენტი – ძალიან უარყოფითად.

საპირისპიროს აჩვენებს ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ამომრჩევლების გამოკითხვის შედეგები: გამოკითხულთა 87%-მა ორბანის გავლენა უარყოფითად შეაფასა და მხოლოდ ერთმა პროცენტმა – ძალიან დადებითად.

ამასთან, ორბანსა და ოპოზიციის ლიდერს, პიტერ მადიარს შორის შედარებისას უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი უკეთესად გაართმევდა თავს ძირითად საკითხებს – კორუფციასთან ბრძოლას, ჯანდაცვას, განათლებას, ეკონომიკურ განვითარებას.