გამოკითხვის მიხედვით, ესტონეთის მოსახლეობის 82 პროცენტი თავს ბედნიერად გრძნობს
ესტონეთის მოსახლეობის 82 პროცენტი თავს ბედნიერად გრძნობს. ასეთია Faktum-Ariko -ს მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათი ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობაა.
განსაკუთრებით ბედნიერები 18 დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. გამოკითხულთა 30-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სრული ბედნიერებისთვის დაოჯახებას ისურვებდნენ.
გამოკითხულ მამაკაცთა 29 %-ს და ქალთა 21 % -ს გაცილებით სოლიდური ანაზღაურება სურს.