გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში დონალდ ტრამპის საქმიანობით უკმაყოფილება მეორე ვადის დაწყებიდან დღემდე 42%-დან 55%-მდე გაიზარდა
გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში დონალდ ტრამპის საქმიანობით უკმაყოფილება მეორე ვადის დაწყებიდან დღემდე 42%-დან 55%-მდე გაიზარდა

Economist/YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 55% დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა, ხოლო 41% მის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ანალოგიური კვლევა ჩატარდა დონალდ ტრამპის მეორე ვადის დასაწყისში, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტს დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 49%, ხოლო 42% – უარყოფითად.

ამასთან, რესპუბლიკელებს შორის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება თითქმის არ შეცვლილა, მისი ვადის დასაწყისში ტრამპის პრეზიდენტობას 94% დადებითად აფასებდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 92%-ია.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1580-მა ადამიანმა მიიღო, შესაძლო ცდომილება 3,4%-ია.