გამოძიების საბოლოო ანგარიშის თანახმად, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის კატასტროფა უმთავრესად გამოწვეული იყო მეტეოროლოგიური პირობებით, კერძოდ, ძლიერი ნისლით
ვერტმფრენის კატასტროფა, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა, უმთავრესად გამოწვეული იყო მეტეოროლოგიური პირობებით, კერძოდ, ძლიერი ნისლით. ასეთია ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიების საბოლოო ანგარიში. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც უმაღლესი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ძლიერი ნისლის გამო ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ, მთას შეეჯახა.
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი მაისში აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად, ასევე დაიღუპა ირანის პრეზიდენტთან ერთად ბორტზე მყოფი ცხრა პირი, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.