გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელ მეთიუ კრუკსის ტელეფონზე წვდომა მოიპოვეს და 100-მდე მოწმე დაკითხეს
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიიღო წვდომა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის, მეთიუ კრუკსის ტელეფონზე და 100-მდე ადამიანი დაკითხა, – ამის შესახებ ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული.
გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიურო აანალიზებს კრუკსის ელექტრონულ მოწყობილობებს, ჩაატარა ჩხრეკა მის სახლსა და მანქანაში.
„გამომძიებლებმა ჩაატარეს ბინისა და მანქანის ჩხრეკა. დაკითხეს დაახლოებით 100 მოწმე. ეს სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს სროლის მოტივის დადგენა.
შეგახსენებთ, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.