გამოძიებამ დონალდ ტრამპის და მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულება ვერ დაადგინა
გამოძიებამ დონალდ ტრამპის და მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულება ვერ დაადგინა

გამოძიებამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულება ვერ დაადგინა – ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარიმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უილიამ ბარის თქმით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში დონალდ ტრამპის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ნიშნები არ იკვეთება.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის არჩევნებში ჩარევას „ინტერნეტ კვლევის სააგენტოს“, იგივე „ტროლების ქარხნის“ გამოყენებით და სადაზვერვო სააგენტოს კიბერთავდასხმებით ცდილობდა.

უილიამ ბარმა პრესკონფერენცია სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის რედაქტირებული ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართა.