გამოცხადდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების თარიღები #1TVSPORT
გამოცხადდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების თარიღები #1TVSPORT

ცნობილი გახდა 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განრიგი.

„რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირებაში პირველი მატჩი მადრიდში 27 აპრილს გაიმართება. საპასუხო შეხვედრას გუნდები ლონდონში 5 მაისს გამართავენ.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წყვილში პირველ შეხვედრას 28 აპრილს პარიზი უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი მანჩესტერში 4 მაისს გაიმართება.