გამოცემა „სპორტი“ - ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხ სპეციალისტს განიხილავს #1TVSPORT
გამოცემა „სპორტი“ - ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხ სპეციალისტს განიხილავს #1TVSPORT

მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი დატოვებს. ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ იანვარში გამოაცხადა.

კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებს. ესპანური გამოცემის, „სპორტის“ ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე ოთხ სპეციალისტს განიხილავს.

იულიან ნაგელსმანი, ჰანსი ფლიკი, ტომას ტუხელი და რობერტო დე ძერბი – გამოცემის ცნობით, ლაპორტა არჩევანს ამ მწვრთნელებს შორის გააკეთებს. ნაგელსმანი და ფლიკი მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობდნენ, ტუხელი ამ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, ხოლო იტალიელი რობერტო დე ძერბი ინგლისურ „ბრაიტონს“ წარმატებით უძღვება.

ხავი ერნანდესის „ბარსელონა“ ამ მომენტისთვის ლა ლიგაში მესამე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გუნდმა სტუმრად „ნაპოლისთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა.