გამოცემა „სოკერი“ კვარაცხელიაზე - ინგლისელი რომ ყოფილიყო, 50 მილიონად შეაფასებდნენ, გრანდების სატრანსფერო სიებში ის ნამდვილადაა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიაზე ინტერნეტ-პორტალ „სოკერში“ გამოქვეყნებულ წერილში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერის საინტერესო ანალიზია.
„კვარაცხელიას თამაშის საავტორო სტილი აქვს. ის არ უნდა შეფასდეს სტანდარტული შაბლონით. ხვიჩას სტილი დიდი ენერგიასაც მოითხოვს. „არსენალთან“ მშვენიერმა გოლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ უყურებენ სკაუტები მთელი ევროპიდან ამ ბიჭის მატჩებს კლუბში და ეროვნულ გუნდში, სადაც მან ესპანეთს გაუტანა. ძლიერი ინდივიდუალური თვისებები მას თავის გამოვლენაში ეხმარება.
Telegram არხმა Football in Figures წარმოადგინა ცხრილი, რომელშიც მონაცემები ყველაზე ტექნიკური მოთამაშეების დრიბლინგების პროდუქტიულობაზეა. კვარაცხელია სტატისტიკით ევროპული სტანდარტებითაც ფენომენია – დრიბლიგების მთლიანი პროცენტული მაჩვენებლით მესი ლიდერობს, კომანი არის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და თასების შემგროვებელი, მერე კი „რუბინის“ თავდამსხმელია. კვარაცხელია მეტოქეებს რომ გვერდს უქცევს, 56% -ში ყაზანელები სხვადასხვა ფორმით სარგებელს იღებენ და ეს ყველა წარმოდგენილ მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგია. ხვიჩას დრიბლინგი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ – სასარგებლოა.
გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა განაცხადა, რომ „რუბინს“ ხვიჩას შესახებ ოფიციალური წინადადებები არ მიუღია. სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ, რომელმაც კლუბში უკვე არაერთი ძლიერი შემსრულებელი მოიყვანა, თქვა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს სამ კლუბთან აწარმოებენ. ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია, მაგრამ ეს ფორმალური ხრიკებია, რასაც ყველა რუსულ კლუბში მიმართავენ. „მილანს“, „დორტმუნდს“, „ლიდსს“ ან „სელტიკს“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ყაზანურ კლუბში ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნით არ დაუწყიათ, მაგრამ ახლა ფაქსებს ვინ აგზავნის? ხვიჩა მონჩის, ცორკის და სხვა სერიოზული სპეციალისტების სატრანსფერო სიებში ნამდვილად არის.
რადგან „მილანი“ ჯერ ვლაშიჩის ტრანსფერზე არ შეთანხმებულა და ასევე ბრანდტისგან უარი მიიღო, იტალიელებს შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ ერთ-ერთ თავდაპირველ კანდიდატთან. ამბობენ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე, „მილანის“ ლეგენდა, რომელიც იყო კაპიტანი და ჩემპიონთა თასი მოიგო, გუნდს მოლაპარაკებებში დაეხმარა. რა თქმა უნდა, მალდინიმ დაურეკა თავის მრავალწლიან პარტნიორს და სთხოვა დეტალები ხვიჩას შესახებ.
…კეინის ტრანსფერის შემდეგ, „ტოტენჰემს“ ბევრი ფული ექნება ხოლო სონის შეტევაზე გადაყვანა შესაძლებელია – ესეც სამუშაო ვარიანტია.
ხვიჩა ყოველთვის საკუთარ ტალღაზეა და ამ ტალღამ ის გასულ სეზონში ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრა. მისი წარუმატებელი მატჩი იწვევს შეძახილებს, რომ „ფეხბურთელი ევროპის დონე არაა“. რა თქმა უნდა, ის ნიჭით ტოპ-5-ის დონისაა.
მაგრამ სამყაროში პანდემიაა. „როსონიერი“ უფრო გამოცდილი ფეხბურთელების იჯარას განიხილავს, ვიდრე – კვარაცხელიასთან კონტრაქტს. ამავე მიზეზით, ძნელია ვლაშიჩის „მილანში“ გადაყვანა, რომელიც ხვიჩაზე ორჯერ ძვირია. მაგრამ „რუბინში” კვარაცხელია დიდი ხნით არაა, ეს ბიჭი ჩემპიონთა ლიგაში გმირობისთვისაა.
სლუცკი მას დაეხმარა, მაგრამ ხვიჩას ამბიციები ტოპ-5-ში იხმობს. არის ინტერესი, მან პირადად დაადასტურა მოლაპარაკებები „ლიდსთან“. ბიელსას საშუალო დონის ჰარისონი ჰყავს, რომელიც ამერიკაში გაიზარდა პრემიერლიგაში კი მის ანგარიშზე 8 გოლი და 8 პასია. ის „მანჩესტერ სიტიდან“ მხოლოდ ახლა გამოისყიდეს, და ბიელსამ შეტევის მარცხენა ფლანგის პრობლემა მოაგვარა. ჯერჯერობით, ქართველი პირველი სათადარიგო ვარიანტია. აქ იაროვინსკის და სლუცკის საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებაა საჭიროა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხვიჩას ახალი კლუბის არჩევაში, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, გვერდით ჰყავდეს შესაფერისი სტილის მწვრთნელი და ზრდის პერსპექტივა მიეცეს.
საჩქარო არაფერია, კვარაცხელიას მხოლოდ სატრანსფერო ფასის გაზრდა შეუძლია. მყიდველებს ეს ესმით – ვიღაც ფსონს პირველად აუცილებლად დადებს. ამჟამინდელი 10-15 მილიონი ევრო ასეთი უნიკალური თვისებების მქონე მოთამაშისთვის დაბალი ფასია. ხვიჩა რომ ინგლისელი ყოფილიყო, მას 50 მილიონ ფუნტად შეაფასებდნენ. ტოპ 5-დან კლუბი, რომელიც კვარაცხელიას არა მხოლოდ ხელში ჩაიგდებს, არამედ ნათლად მიხვდება, ეს რატომ გააკეთა, ძირითადის ძლიერ მოთამაშეს მიიღებს.“