გამოცემა „ჯაკარტა პოსტი“ - გლობალური დათბობის გამო, ინდონეზიის ორი კუნძული წყალქვეშ აღმოჩნდა
გამოცემა „ჯაკარტა პოსტი“ - გლობალური დათბობის გამო, ინდონეზიის ორი კუნძული წყალქვეშ აღმოჩნდა

ინდონეზიის სამხრეთ სუმატრას პროვინციის ორი დაუსახლებელი კუნძული გლობალური დათბობის შედეგად ოკეანის დონის მატების გამო, მთლიანად წყლით დაიფარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჯაკარტა პოსტი“ ადგილობრივ გარემოსდამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, კუნძულები ბეტეტი და გუნდული ამჟამად ზღვის დონის ქვემოთ იმყოფებიან.

ორგანიზაცია „გარემოს დაცვის ფორუმის“ წარმომადგენელი ჰაირულ სობრი აცხადებს, რომ გაქრობის საფრთხე სამხრეთ სუმატრას პროვინციაში შემავალ კიდევ ოთხ კუნძულს ემუქრება, მათგან ერთ-ერთი დასახლებული კუნძულია.

ინდონეზიური არასამთარობო ორგანიზაციის ცნობით, წყლის ქვეშ აღმოჩენილ კუნძულ ბეტეტზე ინდონეზიის ეროვნული ნაკრძალი მდებარეობდა.

ინდონეზია მსოფლიოში უმსხვილეს არქიპელაგზე მდებარეობს, რომელშიც 18 ათასამდე კუნძული შედის.