გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა – პირველი კეინია, კვარაცხელია მეშვიდე ადგილს იკავებს #1TVSPORT

17:51, 18.07.2026

ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ 2026 წლის რეიტინგი განაახლა.

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატად გამოცემას ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი მიაჩნია.

სიაში მეორე ადგილზეა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მეშვიდეა.

„ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი Goal-ის მიხედვით:

  1. ჰარი კეინი
  2. ლიონელ მესი
  3. ლამინ იამალი
  4. მაიკლ ოლისე
  5. კილიან მბაპე
  6. უსმან დემბელე
  7. ხვიჩა კვარაცხელია
  8. ერლინგ ჰალანდი
  9. ლუის დიასი
  10. ვიტინია

მსგავსი