გამოცემა Goal-მა ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
პოპულარულმა გამოცემა Goal-მა ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი ჩემპიონატის ლიდერის, ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობიდან მოხვდა.
სიმბოლურ გუნდში ორი მოთამაშეა „მანჩესტერ სიტიდან“, ერთი – „ჩელსიდან“, ერთი – „კრისტალ პალასიდან“, ერთი – „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, ერთი „ბორნმუთიდან“ და ერთი „ბრენტფორდიდან“.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში ვერცერთი ფეხბურთელი მოხვდა „ასტონ ვილადან“, რომელმაც ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო.
პრემიერლიგაში პირველადგილოსან „არსენალს“ ამჟამად 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტი“ 37 ქულით, ხოლო მესამე „ასტონ ვილაა“ 36 ქულით.
პრემიერლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი:
მეკარე – დავიდ რაია („არსენალი“)
მცველები – იურიენ ტიმბერი („არსენალი“), გაბრიელ მაგალაესი („არსენალი“), მარკ გეჰი („კრისტალ პალასი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“)
ნახევარმცველები – დეკლან რაისი („არსენალი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“)
თავდამსხმელები – ჯერემი დოკუ („მანჩესტერ სიტი“), ანტუან სემენიო („ბორნმუთი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“), იგორ ტიაგო („ბრენტფორდი“)