გამოცემა „ფანატიკი“ – ფრანგების დიდი ინტერესის მიუხედავად, „ბეშიქთაშს“ დავითაშვილის დამატება სურს #1TVSPORT
„ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს კვლავ პრიორიტეტულად მიიჩნევს, რადგან ქართველი შემტევის გუნდმა ლიგა 1-ში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ფანატიკი“ ავრცელებს.
„კლუბის სატრანსფერო პრიორიტეტი დავითაშვილის გადაბირებაა, რასაც ისინი ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ შემდეგ ცდილობენ.
„ბეშიქთაში“ ახალი სეზონის წინ შეტევის ხაზში რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადება და სერიოზულად განიხილავს „არსენალიდან“ ლეანდრო ტროსარდისა ან „სენტ-ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილის დამატებას, რომელთა ტრანსფერზეც კლუბი, დიდი ხანია, მუშაობს.
ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი მზარდია, რადგან ლიგა 2-ში მისმა თამაშმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო და პრემიერლიგის გუნდებიც დაინტერესდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „სენტ-ეტიენი“ მის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას ითხოვს, „შავ-თეთრები“ 25 წლის ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებულნი არიან“, – წერს თურქული გამოცემა.