გამოცემა „ჩემპიონატის“ პროგნოზი - საქართველოს ნაკრები საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს, ბელარუსში კი დიდი ვარდნაა
გამოცემა „ჩემპიონატის“ პროგნოზი - საქართველოს ნაკრები საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს, ბელარუსში კი დიდი ვარდნაა

გამოცემა გამოცემა „ჩემპიონატმა“ საქართველო-ბელარუსის მატჩთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა და ფავორიტად საქართველოს ნაკრები დაასახელა.

„8 ოქტომბერს საქართველო მიიღებს ბელარუსს ევრო 2020-ის კვალიფიკაციის ნახევარფინალურ მატჩში. ბუკმეიკერებმა უკვე გამოაქვეყნეს პროგნოზი, რომელშიც უპირატესობას მასპინძლებს ანიჭებენ. წილისყრით მატჩი თბილისში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. იგი არა მხოლოდ საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს ცნობილი სლოვაკი ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, არამედ, ითამაშებს საკუთარ სტადიონზე, თუმცა გულშემატკივრების გარეშე. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ტრიბუნებზე მაყურებელი არ იქნება. თუმცა, მშობლიური მოედანი მაინც ბევრს ნიშნავს, სადაც საქართველოს ნაკრები გოლს ძალიან იშვიათად უშვებს“, – წერს გამოცემა.

გამოცემა დარწმუნებულია, რომ ქართული ფეხბურთი ახლა აღმავლობის გზაზეა: „ბევრ გოლს არ უნდა ველოდოთ. ბელარუსს შესრულების მხრივ დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ ქართველებს ერთი ან ორი გოლიც ეყოფათ. შეცდომის ფასი დიდია, დროზე ადრე გახსნას კი ვერავინ გარისკავს. საქართველოს ნაკრები ვლადიმირ ვაისის მეთაურობით აჩვენებს საინტერესო ფეხბურთს, ერთა ლიგის ახალ გათამაშებაც წარმატებით დაიწყო. ბელარუსში კი ახლა ფეხბურთში დიდ ვარდნაა და ქართველებისთვის თბილისში გატანა ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ მატჩს, რომელშიც საქართველო მინიმუმ ძირითად დროში არ წააგებს. კვარაცხელია გააგზავნის სახლში მარტინოვიჩს, ნეხაიჩიკს და ლისაკოვიჩს“.