საკონსულტაციო კომპანია „PF კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ევგენი ნადორშინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კორონავირუსის შედეგად ნავთობის ფასის დაცემა რუსულ სპორტს დააზარალებს.
მაგრამ რუსული გამოცემა „ჩემპიონატის“ ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსეთში სპორტს ასპონსორებენ, დიდ ზარალს განიცდიან, რაც საფეხბურთო კლუბების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
„კორონავირუსის გამო, კომპანიები, რომლებიც რუსულ სპორტს ასპონსორებენ, ზარალს განიცდიან. პანდემიის ფონზე საწვავზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში შემცირდა, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ავიარეისები საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, ნავთობის ფასები დაეცა. 2020 წლის დასაწყისში Brent-ის ნავთობის ბარელზე ფასი 68 დოლარი ღირდა. ახლა – 25 დოლარი. ამის გამო, რუბლის კურსი დაეცა“ – წერს გამოცემა.
„ჩემპიონატმა“ გუნდების მეპატრონეთა დანაკლისზეც დაწერა: „კომპანია „ლუკოილის“ თანამფლობელმა ლეონიდ ფედუნმა, რომელიც მოსკოვის „სპარტაკის“ მფლობელია, დაახლოებით 904 მილიონი დოლარი დაკარგა, რაც მისი კუთნილი საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტს რამდენჯერმე აღემატება. სამშაბათს, ფედუნმა „ჩემპიონატს“ განუცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაშების შეცერებასთან დაკავშირებით მრავალი ფინანსური საკითხი წარმოიჭრა. რუსეთში საფეხბურთო კლუბები სპონსორები არიან „გაზპრომი“, „ლუკოილი“, „რუსული რკინიგზა“, „გალიცკი“, „ვტბ-ბანკი“. კოროვირვირუსის ფონზე, ეკონომიკური ვარდნის გამო, შესაძლოა, გუნდების დაფინანსებაც შემცირდეს“.