გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო გრაფიკს აქვეყნებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო გრაფიკს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო გრაფიკი გამოაქვეყნა.

მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 9 ივლისს, 12:00 საათიდან შეუძლიათ.

ბარათის ამოსაბეჭდად გამოცდებში მონაწილე უნდა შევიდეს პირად სარეგისტრაციო სივრცეში ვებგვერდზე: ONLINE.NAEC.GE და დააჭიროს ბმულს „დაბეჭდე შენი საგამოცდო ბარათი“.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

ცენტრში განმარტავენ, რომ საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

დეტალების ხილვა შესაძლებელია ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2168