გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, 3 აპრილამდე დარეგისტრირდნენ
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, 3 აპრილამდე დარეგისტრირდნენ

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, გამოცდებისთვის 3 აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, ძირითადი ეტაპისთვის რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი და მიუთითოს ქალაქი. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის ქალაქის შესახებ ინფორმაცია ვერ შეიცვლება.

მეორე ეტაპი კი, 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელია საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დღეს რეგისტრაციის სტატისტიკაც წარადგინა. მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ელექტრონული განაცხადი კი, 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.