გამოავლინე წლის საუკეთესო მორაგბე
გამოავლინე წლის საუკეთესო მორაგბე

დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივარს შანსი აქვს 2018 წლის რჩეული მორაგბე ხუთ კანდიდატს შორის დაასახელოს.

წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე რაგბის კავშირმა ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე, სოსო მათიაშვილი და ოთარ გიორგაძე წარადგინა. გულშემატკივარს სწორედ აღნიშულ მოთამაშეებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მსურველებს რჩეული მორაგბისთვის ხმის მიცემა, რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ, სპეციალური ვიდეოპოსტის კომენტარებში შეეძლებათ, სადაც საკუთარ პოზიციას დღეში ერთხელ #ჰეშთეგით დააფიქსირებენ.

ხმა ითვლება მხოლოდ ამ სახით – #გვარი (ჯაბა ბრეგვაძე – #ბრეგვაძე, გიორგი ცუცქირიძე – #ცუცქირიძე, ბექა გორგაძე – #გორგაძე, სოსო მათიაშვილი – #მათიაშვილი, ოთარ გიორგაძე – #გიორგაძე)
სხვაგვარად მიცემული ხმები არ ჩაითვლება (# გვარი, გვარი#, გვარი, #-გვარი).