გამოცხადდა პრემია „გოლდენ ბოის“ ფინალისტები
ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც Golden Boy-ის 2019 წლის პრემიის 20 პრეტენდენტს შორის მოხვდნენ.
ეს პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს. გამარჯვებული ვლინდება სპორტული ჟურნალისტების ხმის მიცემის შედეგად.
Golden Boy 2019-ის ფინალური სია ასე გამოიყურება:
მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, ჰოლანდია)
ალფონსო დევისი (ბაიერნი, კანადა)
ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი, იტალია)
ანსუ ფატი (ბარსელონა, ესპანეთი)
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
მატეო გენდუზი (არსენალი, საფრანგეთი)
ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი, ნორვეგია)
კაი ჰავერცი (ლევერკუზენი, გერმანია)
ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, პორტუგალია)
დეიან იოველიჩი (აინტრახტი, სერბეთი)
მოიზე კინი (ევერტონი, ინგლისი)
კან-ინ ლი (ვალენსია, სამხრეთ კორეა)
ანდრეი ლუნინი (ვალიადოლიდი, უკრაინა)
დონიელ მალენი (ეინდჰოვენი, ჰოლანდია)
მეისონ მაუნტი (ჩელსი, ინგლისი)
როდრიგო (რეალი, ბრაზილია)
ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, ინგლისი)
ფერან ტორესი (ვალენსია, ესპანეთი)
ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია)
ნიკოლო ძანიოლო (რომა, იტალია)